top of page
Search

მოკლე ისტორია ჩურჩხელას შესახებ

ტრადიცია უძველესი დროიდან



საქართველოში, მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნის წვენისგან ღვინის დაყენების გარდა, ჩურჩხელას (თათარას) დამზადებასაც დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს.

ძირითადი ინგრიდიენტები: ყურძნის წვენი, ხორბლის ფქვილი და სხვადასხვა თხილეული.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელას დამზადების სცენებია ასახული და თიხის ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ.







პროდუქტის გამოყენება


ქართველები ჩურჩხელას (თათარას) იყენებდნენ შრომისუნარიანობის გასაზრდელად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

იგი ერთ-ერთი მთავარი საგზალი იყო ქართველი მეომრებისა თუ მწყემსებისთვის. მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მწყემსთა რაციონში, რადგან ის დიდი ხნით ინახება სპეციალური პირობების გარეშე.

ვინაიდან თათარა 100%-ით ნატურალურია, მისი მიღება სასარგებლოა ყველა ასაკის ადამიანისთვის.

როგორც ტკბილი კანფეტი „თათარას“ მირთმევა შეგიძლიათ ჩაისთან და ყავასთან.

სასარგებლო თვისებები


  • ანტიდეპრესანტი და მეტაბლოიზმის მარეგულირებელი - ყურძნის წვენის ნახარში, რომლითაც „თათარა“ მზადდება, შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას და აქტიურად გამოდევნის ორგანიზმიდან მომწამლავ ნივთიერებებს.

  • გულის კუნთის მკვებავი და სისხლის წარმომქმნელი - დიდი რაოდენობის კალიუმით „თათარა“ ეხმარება გულს მუშაობაში.

  • გონებრივი აქტივატორი და ძილის მარეგულირებელი – ნიგოზი, რომელიც მეცნიერებმა ტვინის საყვარელ საკვებად აღიარეს, „თათარას“ განსაკუთრებულ თვისებას სძენს.



748 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page