top of page
Search

ფაქტები ბროკოლზე

ზოგადი ინფორმაცია


ბროკოლის სამშობლოა სამხრეთ იტალია, ბოლო ცნობებით მიღებულია სახალხო სელექციის გზით, ჯერ კიდევ V-IV საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.


მე-18 საუკუნეში ბროკოლი უკვე ევროპის მრავალ ქვეყანაში იყო გავრცელებული.

გასული საუკუნის 20-იან წლებში კი იტალიელმა ემიგრანტებმა ის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩაიტანეს.

დღეს ბროკოლი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.


ასე გახდა ბროკოლი ყველასთვის საყვარელი ბოსტნეული!


შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები


კვებითი ღირებულებით ბროკოლი ყვავილოვან კომბოსტოზე მაღლა დგას.

შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმის ორმაგ რაოდენობას, ვიდრე სხვა კომბოსტოს სახეობები.

ბროკოლი პრაქტიკულად ისეთივე რაოდენობის კალციუმს შეიცვას, როგორც იმავე რაოდენობის რძე.

  • მდიდარია რკინით, თუთიით, მანგანუმით, გოგირდით, მაგნიუმით

  • შეიცავს ვიტამინების ნამდვილ არსენალს - C, B1, B2, B5, B6, PP, E, K, A. შეიძლება გაგიკვიდრეთ, მაგრამ C ვიტამინის შემცველობა ბროკოლში უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. დაახლოებით 100 გრ ბროკოლი თითქმის 100 % უზრუნველყოფს თქვენს დღიურ მოთხოვნას C და K ვიტამინზე.

  • ბროკოლის შემადგენლობაში შედის მეთიონინი და ქოლინი, რომლებიც ხელს უშლიან ქოლესტერინის დონის მატებას და ათეროსკლეროზის განვითარებას.

  • ამ მწვანე ბოსტნეულის შემადგენლობაში სელენი, სულფორაფანი და ანეტოლტრითიონი აქტიურად განიხილება, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ნივთიერებები.

  • შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აქტივობას და ხელს უშლის ყაბზობას.

4 views0 comments

Comentarios


bottom of page