top of page
Site Background.png
Production Line - 1.png

ჩვენი ისტორია

კომპანიის შესახებ

შპს ფია დაარსდა სამი წლის წინ და მის საქმიანობას წარმოადგენს ბოსტნეულის ნატურალური სასუსნავის წარმოება.

 

მსგავსი პროდუქტების ინდუსტრია საკმაოდ მზარდია მთელს მსოფლიოში. გასულ წელს საერთო გაყიდვებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა მსოფლიო მასშტაბით.

 

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა წარმოების ნარჩენების გადამუშავება და გარემოზე მისი გავლენის მინიმიზაციაა.

გაიზარდა მოთხოვნა ნატურალურ, მცენარეულ 

საკვებზე, რომელიც არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს.

ჩვენი წარმოება არ არის დაკავშირებული ამ რისკთან, რადგან ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია და მისი ნარჩენები ბიოდეგრადირებადი.

 

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია საკონდიტრო სფეროს კვალიფიციური კადრებით და ამზადებენ პროდუქტს HACCP და ევროკავშირის სტანდარტებით.

ჩვენი წარმოება რეგულარულად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს და კერძო ლაბორატორიების მიერ.

პროდუქციის ექსპორტი ხდება ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

 

კომპანიის ამბიციური მიზანია: შესთავაზოს მომხმარებელს სასუსნავის ჯანსაღი ალტერნატივა მთელს მსოფლიოში!

პროდუქტის შესახებ

ბოსტნეულის ტყლაპი

ეს არის გარკვეულწილად სიახლე (მცირედით განსხვავდება ხილის ტყლაპისგან) და წარმოაგდენს საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიულ პროდუქტს.

ტყლაპი მზადდება შემდეგი ბოსტნეულისგან: გოგრა, სტაფილო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, ჭარხალი, ყაბაყი და აქვს სრული პოტენციალი, რომ გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნატურალური სასუსნავი.

არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ დანამატს.

შეიცავს მხოლოდ ნატურალურ შაქარს (დეიონიზირებული ყურძნის წვენი).

არის ვეგანური და გლუტენის გარეშე.

 

პროდუქტი ძალიან კომფორტულია მარკეტინგული კუთხით:

  • ხანგრძლივი შენახვის ვადა - 12 თვე

  • მარტივი ლოგისტიკა - ადვილად ტრანსპორტირებადია დისტრიბუტორებისთვის

  • დასაწყობების სიადვილე - მშრალ ადგილას (0-22)°C

  • მოსახერხებელი შეფუთვა - მუყაოს ყუთი ფანჯრით

ნავიგაცია

მთავარი

ჩვენს შესახებ

პროდუქტები

ბლოგი

კონტაქტი

კონტაქტი

მის: ნუშის ქ.7, თბილისი, საქართველო

ტელ: (+995) 577 613408

ელ. ფოსტა: fialtd2020@gmail.com

მოგვყევით

bottom of page